Quantcast
Channel: ანეგდოტები / ანეკდოტები - ანეკდოტები სიცილი უებარი მკურნალია ანეგდოტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1524

გურული მამაო ჯვარს სწერს წყვილს

$
0
0
ოზურგეთში ერთი მღვდელია, მამა ვასილი. ძალიან კარგი პიროვნებაა და ყველას უყვარს. იუმორთან ძაან მეგობრობს, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც გურიაში ხდება ხოლმე, ძაან ბუნებრივად გამოსდის.....ერთხელ ახალგაზრდები მიადგნენ, სულ ახალგაზრდები და ეუბნებიან:
- მამაო გევიპარეთ ჩვენ , ძაან გვიყვარს ერთმანეთი და სანამ მშობლები მოგვაგნებენ გეხვეწები დაგვწერე ჯვარიო, მარა დიდი ბოდიში მამაო, თლა მზათ არ ვართ ჯვრისწერიზა და გვაპატი.
- კი მარა, რას გულისხმობ მზადყოფნაში? -იკითხა მამაომ.
- ფული არ გვაქ მამაო და გვაპატიე.
- რას ამბობ შვილოო, როის იყო მე ფული მქონდა დაწესებული რამეზე, თუ რამე უნდა ხალხს, აგერ ყულაბაში აგდებენ, მე არანაირი გადასახადი არ მაქ... დევიწყოთ აბაო, უთქვამს მამაოს. მეიყვანეთ მეჯვარეებიო.
- უი მამაო, მაგენი არ გვყავს, ხომ გითხარით გამოპარულები ვართ, არიკაცმა არ იცის აქანე რომ ვართო. - კაიო მამაომ, ერთ სტიქაროსანს და ერთიც სანთლების გამყიდველ ქალს უხმო და დუუყენა აგენს მეჯვარედ. მიდის ჯვრისწერა და მევიდა ბეჭდების გაცვლის დრო....
-უი მამაო, არ გვაქ ბეჭდები... -კაიო მამაომ უცბად სანთლები გადახრიხა ლამაზად ბეჭდის ფორმაზე და გოგოს და ბიჭს მისცა და ახლა გოუკეთეთ ერთმანეთს თითებზეო, ხოდა აღმოჩნდა, რომ ამ ბიჭს საბეჭდე თითიც მოკვეთილი ჰქონდა.....მამაო დაიბნა, ასეთი პირველად ნახა და გაბრაზებულმა გახედა ამ ბიჭს შარვალის გარკვეულ ნაწილისკენ და უთხრა
- ახლა შვილო რას გეტყვი იციო, თლა ჩემს იმედზე ნუ იქნები ყოლიფერში, ბიჯოს

Viewing all articles
Browse latest Browse all 1524

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>