Quantcast
Channel: ანეგდოტები / ანეკდოტები - ანეკდოტები სიცილი უებარი მკურნალია ანეგდოტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1524

მოდის მწყემსი ცხვრის ფარით. ამ დროს უახლოვდება მანქანა, კაცი ყოფს თავს უკანა ფანჯრიდან და ეუბნება:

$
0
0
მოდის მწყემსი ცხვრის ფარით. ამ დროს უახლოვდება მანქანა, კაცი ყოფს თავს უკანა ფანჯრიდან და ეუბნება:
- დაუთვლელად რომ გითხრა რამდენი ცხვარი გყავს, ერთს მაჩუქებ?
-მიდი.
კაცი მანქანიდან იღებს პატარა ლეპტოპს, აერთებს მობილურს, იჭერს ინტერნეტ კავშირს, შედის ნასა-ს საიტზე,იქ ირჩევს GPS კავშირს, არკვევს ადგილის ზუსტ კოორდინატებს და აგზავნის ნასას სხვა თანამგზავრზე, რომელიც სკანირებს ადგილმდებარეობას და აძლევს ფოტოს სუპერ ხარისხში. შემდეგ აგზავნის ამ ფოტოს ჰამბურგის ერთერთ ლაბორატორიაში, ლაბორატორია ორ წამში უგზავნის აქტივაციის მეილს და დასტურს, რომ ფოტო იყო დამუშავებული და არის სერვერის ბაზაში. ODBC -ს მეშვეობით ის უერთდება  Ms-SQL ბაზას, აკოპირებს მონაცემებს EXSELL-ში  და იღებს გამოთვლებს. ბეჭდავს მათ მინი პრინტერზე 12 ფურცლად  და ეუბნება მწყემსს, რომ მას ფარაში ჰყავს 1673 ცხვარი. 
- მართალი ხარ, წაიყვანე ცხვარი.
ტიპი მანქანიდან ირჩევს მსხვილ გაბურძგნულ ცხვარს და სვამს პიკაპის საბარგულში. თან ამბობს :
- თუ გამოიცნობ რა პროფესიის ვარ, უკან წაიყვანე.
-სოფლის მეურნეობის გარე ექსპერტი. 
-როგორ გაიგე???
-ჯერ ხომ მოხვედი, ისე რომ არ გეძახდნენ, მერე ანაზღაურება მთხოვე იმაში, რაც ისედაც უშენოდ ვიცი, პასუხები გაქვს კითხვებზე, რომელსაც არავინ გისვამს, და აზრზე არ ხარ შინაური ცხოველების. ხოდა ჩამოსვი ახლა  ჩემი ძაღლი საბარგულიდან, ეს დედა მო@@ული მოკვდა ყეფით.???

Viewing all articles
Browse latest Browse all 1524

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>