"--ჩემთან სართულით ზევით მეძავი ქალი ცხოვრობს, თავად მე კი ინგლისურის მასწავლებელი ვარ.
ერთხელაც სადარბაზოს კარიდან რეკავს მასთან ახალგაზრდა ბიჭი და ხვდება ჩემთან.
გამარჯობა - გაგიმარჯოს. თქვენთან მინდაო. მოდი მეთქი. რა ღირსო. - ასი ლარი ერთი საათი. სიჩუმე... ვეუბნები, - ბიჭი, თუ გეძვირება, შეგიძლია მეგობართან ერთად მოხვიდე იგივე ფასში. რაო, მეგობართანო? თქვენ რა, ჯგუფურადაც აკეთებთო? ვეუბნები, ჩემთვის სულერთია, ერთი, ორი, სამი... - მაინც ბოლომდე ვიხარჯები, მესმის ეკონომიური მდგომარეობა და ხომ არ დაგახრჩობთ ბავშვებს. ოოო-ო, და მაინც როგორ უძლებთ ამდენ ბიჭებსო? რაას ლაპარაკობ, ოცი წლის პრაქტიკა მაქვს აქაც და თურქეთშიც, - ბიჭი, გოგო, სულერთია ჩემთვის, ყველას ვუმკლავდები, თანაც კვალიფიციურად, ჩემგან უკმაყოფილოდ წასული ჯერ არავინ მინახავს მეთქი!
მერე დეტალებით დაინტერესდა, სად დავკავდებით, თქვენს ბინაში თუ ჩემთანო. შენთან უფრო ძვირი დაგიჯდება საყვარელო და ისევ ჩემთან ჯობია სამზარეულოში მეთქი. სამზარეულოშიოო?!! კი, ნუ გეფიქრება, სათანადოდ მაქვს მოწყობილი იქაურობა, დივანი, დიდი მაგიდა... მთელი ჯგუფიც ეტევა. იძულებული ვარ იქ მიგიღოთ, რადგან მისაღებში ქმარი ხან ტელევიზორს უყურებს, ხანაც დივანზე გორაობს და საშინლად ხვრინავს, ხოლო საძინებელში ბავშვები თამაშობენ მეთქი...
ავადმყოფი ხარ ვიღაცა ხარო! - გარკვეული პაუზის შემდეგ, შეშინებული ხმით მითხრა და გამითიშა... სამზარეულოდან გადავიხედე, ისე გვერდზეგაუხედავად გადაირბინა ქუჩა, ავტობუსმა კინაღამ გაიტანა საწყალი."