Quantcast
Channel: ანეგდოტები / ანეკდოტები - ანეკდოტები სიცილი უებარი მკურნალია ანეგდოტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1524

ანეკდოტები - aknekdotebi

$
0
0

ქმარი მოულოდნელად დაბრუნდა მივლინებიდან და ხედავს, რომ მისი ცოლი უცხო კაცთან ნებივრობს ლოგინში.

– აქ რას აკეთებთ?! – იყვირა ქმარმა.

– სულ ასე მჭრის თავს, – ეუბნება ცოლი საყვარელს, – მოიდებილებს ხანდახან თავს, ვითომ ვერ ხვდება.

* * *

ბირთვის კვრაში შეჯიბრებაზე ერთი სპორტსმენი მეორეს ეუბნება:

– დღეს მაგრა უნდა მოვინდომო.

– რატომ?

– ტრიბუნაზე ჩემი სიდედრი ზის.

– ჰოო, საშიშია, ამ სიშორიდან შეიძლება ააცილო.

* * *


ფსიქიატრის კაბინეტში პაციენტი ხოხვით შევიდა. ფსიქიატრი დაყვავებით მიმართავს:

– აბა, ვინ შემოცოცებულა ჩემს კაბინეტში, ხვლიკი?

– არა, – კბილებს აკაწკაწებს პაციენტი.

– გველი?

– არც ერთი, ექიმო, უბრალოდ, სიმაღლის შიში მაქვს.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1524

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>