ანეკდოტი - ხომალდზე
დიდი თეთრი ხომალდი ატლანტის ოკეანის ტალღებს მიარღვევს.
კაპიტანის დავალებით ყველა მგზავრს და ეკიპაჟის წევრებს ზედა გემბანზე შეკრიბავენ, სადაც კაპიტანი მიმართავს.
- ძვირფასო სტუმრებო და მეზღვაურებო, თქვენთვის ერთი ძალიან კარგი ამბავი მაქვს და ერთიც - ძალიან ცუდი! რომლით დავიწყო?
- კარგით! - იძახის აგზნებული ხალხი.
- გილოცავთ! თერთმეტი ოსკარი ავიღეთ!..