Quantcast
Channel: ანეგდოტები / ანეკდოტები - ანეკდოტები სიცილი უებარი მკურნალია ანეგდოტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1524

ადამიანის ორგანოები თათბირობენ...

$
0
0
ადამიანის ორგანოები თათბირობენ. დღის წესრიგშია, ვინ გაუშვან პენსიაზე. პირველად ფეხზე თირკმელები წამოდგნენ: “ბატონებო, პენსიაზე ჩვენ გაგვიშვით, ძალიან დავიღალეთ”. დანარჩენმა ორგანოებმა მათი წინადადება გააპროტესტეს: “თქვენ ვერ გაგიშვებთ, უთქვენოდ არსებობა არ შეგვიძლია”.
- ახლა ფეხზე გული წამოდგა: “უკვე ძალიან მოხუცი ვარ, მუშაობა ძალიან მიჭირს. მოდი, მე გამიშვით პენსიაზე”. დანარჩენები: “არა, უშენოდ დავიხოცებით”.
- ასე სათითაოდ ყველა ორგანო – ხელები, ფეხები, კუჭი, ღვიძლი, ტვინი – წამოდგა ფეხზე, მაგრამ ყველას წინადადება პენსიაზე გასვლის შესახებ სხვადასხვა საბაბით უარყოფილ იქნა.
- მოულოდნელად შორეული კუთხიდან ხმა მოისმა: “მეგობრებო, გამიშვით პენსიაზე, უკვე აღარ შემიძლია”. “რომელი ხარ შენ? – იკითხა ტვინმა, – ფეხზე წამოდექი”. “ე-ეჰ, წამოდგომა რომ შემეძლოს, პენსიას არ მოვითხოვდი”.

Viewing all articles
Browse latest Browse all 1524

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>