Quantcast
Channel: ანეგდოტები / ანეკდოტები - ანეკდოტები სიცილი უებარი მკურნალია ანეგდოტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1524

ანეგდოტები:

$
0
0
მეცხვარე ფარას მწყემსავს მთაში. საიდანღაც ტურისტები გამოჩნდნენ, მიტლიკინდნენ მეცხვარესთან და გაუბეს "პროფესიონალური" საუბარი:
– თქვენი ცხვრები რამდენს იწველის?
– რომლები – თეთრები თუ შავები?
– ნუუ.. მაგალითად, თეთრები...
– ერთ ჭიქას, ერთ მოწველაზე.
– შავები?
– შავებიც ერთ ჭიქას.
– ... ??? ... ისაა... მატყლს რამდენს იძლევიან?
– რომლები – თეთრები თუ შავები?
– თეთრები!
– ერთ კილოს, ერთ გაპარსვაზე.
– შავები?
– შავებიც ერთ კილოს.
– ... კაცო, შენ გვეკაიფები თუ რა არის? თუ ერთნაირად იწველის და მატყლს ერთნაირად იძლევა, რაღაზე გვეკითხები თეთრები თუ შავებიო?
– იმიტომ რომ თეთრები ჩემია.
– აა... შავები ვისია?
– შავებიც ჩემია.

Viewing all articles
Browse latest Browse all 1524

Trending Articles