Quantcast
Channel: ანეგდოტები / ანეკდოტები - ანეკდოტები სიცილი უებარი მკურნალია ანეგდოტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1524

გურიაში სოფელ შემოქმედში გზაზე მამაო დგას

$
0
0
გურიაში სოფელ შემოქმედში გზაზე მამაო დგას, ჩამოივლის ტაქსი და გააჩებს.
–შვილო, სულ 5 ლარი მაქ და გეხვეწები ლიხაურში გამიყვანე.
–ვერა მამაო, მაგ ფულით ბენზინსაც ვერ ჩავასხამ, არ მეყოფა ლიხაურამდე.
–შვილო, სამადლო საქმეა, ძალიან მეჩქარება, ღმერთი შეგიწირავს.
–კაი მამაო. დაჯექი წაგიყვან.
მოკლედ წაიყვანა მამაო ტაქსისტმა და დაიწყო ლაპარაკი.
–მე მორწმუნე კაცი ვარ, ეკლესიაშიც დავდივარ, ვეზიარები, ლოცვებსაც ვკითხულობ მამაო, მარა მამაჩემი იყო ნამეტარი ურწმუნო კაცი. მის ცხოვრებაში პირჯვარი არ გადუუწერია და ეკლესიაში არ შესულა. რომ კვდებოდა ვიფიქრე ვაზიარებ და მუუყვან მღვდელს მეთქი, მარა სადა, არ გეიკარა. მაი უეჭველი ჯოჯოხეთშია მოხვედრილი. მამაო არ მინდა მე შენი5 ლარი, იქნება ილოცო მამაჩემიზა და დევეხმაროთ აქიდან.
– ბიჯო, მისმინე ახლა, შემოქმედიდან ლიხაურში არ მიგყავდი 5 ლარად და მე მამაშენი გადევიყვანო მაგ ფულად ჯოჯოხეთიდან სამოთხეში?!


lol

Viewing all articles
Browse latest Browse all 1524

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>